ხვალ ქუთაისში გაზეთ “უქიმერიონის” და საზოგადოება “ქუთაისელის” დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

24 ნოემბერს, 14:00 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაზეთ “უქიმერიონის” და საზოგადოება “ქუთაისელის” დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში ადგილობრივი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საიუბილეო საღამოს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმერეთში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საღამოს ორგანიზატორია იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თემურ ლანჩავა.

საზოგადოება “ქუთაისელი” ქუთაისში 1990 წელს 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო, ბოლო ათი წელია კი საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს.

ამავე წელს დაარსდა გაზეთი, “უქიმერიონი“, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა. გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე,

ასევე 1990 წელს თეიმურაზ ლანჩავა იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის რეგიონის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში შეხვდა
შემდეგი სტატიასოხუმში მომხდარ მკვლელობებს ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირებენ