ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

news
ავტ.: news მარტი 8, 2016 13:21

ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივა. მინისტრთან ერთად, მის მოადგილეებს მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილსაც მოუსმენენ.
მათი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება.
ხვალინდელი საკომიტეტო სხდომის მთავარ თემას ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა, მათ შორის საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. საუბარი შეეხება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განხორციელებელ საკითხებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 11:00 საათისთვის არის დანიშნული.

news
ავტ.: news მარტი 8, 2016 13:21

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics