ხვალ პარლამენტში გიორგი ქობულია მივა

დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ხვალ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა.

ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება. ყოფილი მინისტრის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ მიაწოდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას წერილი გავუგზავნეთ და პარლამენტში, ღია ფორმატში მოსვლა შევთავაზეთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) აზერბაიჯანელი თაღლითების ტყვეობაში – 19 ქართველი სამშობლოში ვერ ბრუნდება
შემდეგი სტატია“მოსყიდვაა – მოისყიდეთო, გასატაცებელია – ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო” – ფარული ჩანაწერი