ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ

მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები – თუ “ქართულ ოცნებას” აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით – ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ, რათა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ.

“ერთის მხრივ, ჩვენ პრეზიდენტისგან გვესმის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველანაირი კითხვის ნიშნების მიუხედავად გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამ თემაზე, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ა.შ. თუ “ქართულ ოცნებას” აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით.

დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის დემონსტრირება, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში.

ხვალ მივდივართ პროცესზე. მნიშვნელოვანია იქ ყოფნა ჩვენ იქ წავალთ და მხარდაჭერა იქნება სრული”, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულეტეტების სახელმძღვანელოებში, როგორი არ უნდა იყო მოსამართლე
შემდეგი სტატია“ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, მისმა ბავშვობის მეგობარმა, შეიძლება, მატერიალური სარგებელი მიიღოს”