ხვალ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება

22 აპრილს, 23:00 საათიდან მტკვრის მარჯვენა (ზ. გამსახურდიას სახელობის) სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ორივე მიმართულებით 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე.

06:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი – ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარის ხიდის – მიმართულებით (დროის ამ მონაკვეთში საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება).

აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება 24 აპრილსაც გაგრძელდება და ორშაბათს 25 აპრილის დილის 07:00 საათზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიIRI-ს კვლევის შედეგების მიხედვით “ქართულ ოცნებას” 20%, “ნაციონალურ მოძრაობას” 19% დაუჭერდა მხარს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო