ხვალ მარტვილის ეპარქიაში შესაძლოა, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდეს

ბოლო დროს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.როგორც ცნობილია, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მეუფე სტეფანე მარტვილში არ იმყოფებოდა.  ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს კი მისი ძმა, ივანე კალაიჯიშვილი აკონტროლებდა. „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიაში დაბრუნდა და ცაგერიდან ბერები და დედაოები ჩაიყვანა.
ამასთან, ,,თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მეუფე სტეფანე ხვალ, წირვის ჩატარებას ან წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მამათა მონასტერში გეგმავს, ან სალხინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში.
დღეს კი, მიტროპილიტი სტეფანე საღამოს ლოცვას მარტვილის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დაესწრო მოწვეულ სამღვდელოებასთან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, ხვალ როგორ განვითარდება მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიაში.
ადგილზე მთელი დღის მანძილზე ,,თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა იმუშავებს და განვითარებულ მოვლენებს უწყვეტად შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაში“ცოლმა მოკლა, დაძინებულს დაარტყა…”- ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმე
შემდეგი სტატიაქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ხანძარია