3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში – თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას 24 მარტს გამართავს.

კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ.

ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან.

საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბერდია კალანდია: არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ პატრიარქის სამძიმარზე მისული ხალხი რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი იყო
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა