9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ხვალ, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ

FILE PHOTO: European flags fly outside the European Commission headquarters in Brussels, Belgium September 20, 2023. REUTERS/Yves Herman/File Photo

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის დროით 10:15 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 13:15 საათზე). როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ.

მინისტერიალზე მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მიაწვდიან.

საქართველოს გარდა, ხვალინდელ განსახილველ საკითხებს შორისაა ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება და ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში არსებული ვითარება.

ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიავტობუსებისა და მარშრუტკებისთვის ჩატარებული ინსპექტირების 6 016 შემთხვევაში, მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა
შემდეგი სტატია„ევრაქტივი“: უნგრეთში ათიათასობით ადამიანმა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად „მშვიდობის მარში“ გამართა