ხვალ დავით უსუფაშვილი პოლიტიკური გეგმების პრეზენტაციას მართავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 28 აპრილს, მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრაზე დავით უსუფაშვილი საზოგადოებას სამოქალაქო და პოლიტიკურ ინიციატივებს და ფართო პარტნიორობის ფორმატში, მათი განხორციელების გეგმებს შესთავაზებს.

შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” 12:00 საათზე დაიწყება.

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის და თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, პარტია კი უსუფაშვილს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” პოლიტიკური სკანდალის გადაფარვას ცდილობს – ლევან ბეჟაშვილი