ხვალ ჩემთან შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ-პრეზიდენტი

ხვალ ჩემთან შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას, რამდენიმე წუთის წინ:

“მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური ინსტიტუტი რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთის მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, სადაც ხართ ამ საზოგადოებაში.” განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიარალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს… მე თქვენთან ვარ და ვიქნები-სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: მეამაყება საქართველო! შედგა ეროვნული თანხმობა