ხვალ „ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

ხვალ, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რეგისტრაცია დღის მეორე ნახევარში გაიხსნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია მელაშვილზე თავდასხმაზე: ამ საზიზღრობაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის რეჟიმია
შემდეგი სტატია„მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო