ხვალ, 14:00 საათზე, პარლამენტთან უკრაინელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტებთ რაშიზმს – ხოშტარია

თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური სოლიდარობის აქციისთვის ემზადებიან. “9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე” – შეკრება ამ სახელწოდებით ხვალ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას საქართველოში პუტინის ომს გამოქცეული უკრაინელები მიიღებენ. აქციას მხარს უჭერს პარტია “დროა”.

“ხვალ არის 8 მაისი, დღე, როდესაც 77 წლის განმავლობაში მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას. დღეს ჩვენ და უკრაინელები, ერთად, ვამარცხებთ რაშიზმს და ამაში ვარ დარწმუნებული. 8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ. ხვალ 14:00 საათზე პარლამენტის წინ ვუხმობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ აქცია უკრაინულ ახალგაზრდულ პარტნიორ ორგანიზაციასთან და უკრაინელ მეგობრებთან ერთად დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 25 100 ჯარისკაცი დაკარგა
შემდეგი სტატიალანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის კაცი ემსხვერპლა