ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება – გიული ალასანია

„მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე! არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი!“- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, “მიშას გვერდით არის ხუთიანი”.

„დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე! ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება! ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი! არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი!

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი არიან მიშა სააკაშვილის გვერდით – ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი! ეს ყველამ იცოდეს”- განაცხადა სააკაშვილის დედამ.

კითხვაზე, იყენებს თუ არა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად? გიული ალასნიამ თქვა:

“ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ, რომ ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ ყველამ კარგად იცოდეს, ძალიან მყარად იქნება ამ პოზიციაზე ჩემი შვილი.“- ეს განცხადება გიული ალასანიამ დღევანდელ კონფერენციაზე გააკეთა, , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ “საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში გამართეს, პირველი კონფერენცია კი საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების პრობლემას მიეძღვნა”- განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიუკეთესი იქნებოდა სამი ნიკა, უკეთ ჟღერს – იაგო არახამია
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს