17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა

ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  საუბარია ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლებზე.

მათივე ცნობით, ზესტაფონის სკოლის პროექტის სავარაუდო ღირებულება 14 940 840 ლარია, ქვემო ბოდბის სკოლის პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 242 920 ლარი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელს ჯალაურთის სკოლის პროექტის სავარაუდო ღირებულება – 15 086 640 ლარია, სარეკის სკოლის – 10 476 200 ლარი, ხულოს სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის კი – 8 505 520 ლარი.

გამოცემა წერს, რომ ხუთივე შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადად 16 თვეა მითითებული. წინადადებების მიღება სექტემბრის ბოლოს დაიწყება და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგორში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა — მძღოლი დაკავებულია
შემდეგი სტატია„პოლიტიკო“ – ისლანდიის სანაპიროსთან ნატო-ს წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა