ხუთეულის დუელი ე. წ. ვაკე 3-ში

ცისკარიშვილი, ხუციშვილი, ბერძენიშვილი, ნუცუბიძე, კორძაია – ვის გაუღიმებს 8 ოქტომბერს პოლიტიკური ფორტუნა

 

საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ „ნაცმოძრაობას“ სამეგრელოში დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, აქვე, დასძენს, რომ ამ მხარაჭერის მიუხედავად, არჩევნებში მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პროგნოზის დონზე შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც 8 ოქტომბერს პოლიტიკური ტემპერატურა 100 გრადუსს გადააჭარბებს, ზუსტად სამეგრელო იქნება, მით უმეტეს, საამისოდ კორცხელის მაგალითი უკვე არსებობს, მაგრამ როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, სამეგრელოს გარდა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე საარჩევნო უბანია, სადაც გამარჯვება, განსაკუთრებით, მაჟორიტარული კუთხით, „ოცნების“ ღირსების საკითხიც არის და ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობისაც“.

ამ თემაზე საუბრის დროს „თაიმერის“ ინკოგნიტო ანალიტიკოსები განსაკუთრებით ხაზს ვაკის რაიონს უსვამენ, რაც ქართული პოლიტიკის ბოლო წლების ბეგრაუნდიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, ანუ თუ გავიხსენებთ, საქართველოს ყოფლმა პრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ საკაშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა სწორედ ვაკის მაჟორიტარობით დაიწყო. ისიც კარგად გვახსოვს, რომ მაშინ მიშას კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, ცხონებული ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ამომრჩევლებთან შეხვედრისას ენამ უყივლა და საპარლამენტო არჩევნების წინ, ხალხს მიშაზე უთხრა, აი, ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამ ფრაზას ბევრი გაიხსენებს და გაჩნდება მოსაზრება, რომ 2003 წლის ნოემბრის მოვლენები სპონტანურად არ მომხდარა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

14247712_1191410910882408_1431042844_o14256306_1191411064215726_1378890515_n14285419_1191411647549001_1614054904_oელენე ხოშტარია: "თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით"14274526_1191410844215748_261882725_o

 

წელს, „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ვაკე რამდენიმე საარჩევნო ოლქად არის გაყოფილი, ანუ ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილში „ნაციონალებიდან“ მაჟორიტარობისთვის ელენე ხოშტარია იბრძვის, მეორე ნაწილში – პეტრე ცისკარშვილი. ე. წ. ვაკე 3-ში ცისკარიშვილის „ოცნებელი“ კონკურენტი მომღერალი ზაზა ხუციშვილია. ამ ოლქის მოგებას, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ნუცუბიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი კახაბერ კორძაია და „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი შეეცდებიან.

ცისაკრიშვილის ფონზე, მისი სამივე კონკურენტი მეტ-ნაკლებად ახალი სახეა, შესაბამისად, მათზე კომპრომატებიც ან საერთოდ არ არსებობს, ან შედარებით ნაკლებია.

„პეტრე ცისკარიშვილი, მოგეხსენებათ, მიშას რეჟიმის ერთ-ერთ გამოკვეთილი სახე იყო და მან საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ დაამახსოვრა, როცა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან პანკისში გაიტაცეს. მერე, ალბთ, ისიც გახსოვთ, რომ ცისკარიშვილმა პარლამენტში იჩხუბა – დავით საგანელიძე, რომელიც დღეს „ოცნების“ სახე, უფრო კონკრეტულად, საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია, „კასტეტით“ დაჭრა. ამის გამო, მიშამ ერთხანობას „ნაცმოძრაობიდანაც“ გარიცხა. „ვარდების რევოლუციის“ მერე, პეტრე სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა და, მოგეხსენებათ, რაც კახეთში ჩაიდინა – ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში შეიჭრა და ტონობით ღვინო, როგორც იტყვიან, წყალს გაატანა, ანუ ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ მე რომ „ნაცმოძრაობის“ სტრატეეგის შემდგენი ვყოფილიყავი, ცისკარიშვილს მაჟორიტარად საერთოდ არ წარვადგენდი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მისი კონკურენტები უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც საუბარს „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატით, მომღერალ ზაზა ხუციშვილით აგრძელებს, – ნამდვილად არ ვიცი და ვერც თქვენ გეტყვით, „ოცნებისა“ და ხუციშვილის გზები როდის და როგორ გადაიკვეთა, მაგრამ ზაზა, როგორც მსმენია, ცუდი ბიჭი არ არის. ყოველ შემთხვევაში, მას საზოგადოება ისე იცნობს, როგორც მომღერალს, თუმცა იყო დრო, როცა „მაესტროზე“ რაღაც გადაცემა მიჰყავდა და სააკაშვლის რეჟიმსაც უპირისპირდებოდა, მაგრამ ხომ ატყობთ, ხალხი ამდენი მსახიობის, მომღერლისა და სპორტესმენის გაპოლიტკოსებით დაიღალა. ალბათ, ის ხუმრობაც მოგისმენიათ, „ოცნება“ პარლამენტში ფეხბურთის გუნდს აკეთებსო. ჰოდა, პირადად მე, არ ვიცი, მომღერლებმა და სპორტსმენება საკანონმდებლო ორგანოში რა უნდა გააკეთონ.“

რაც შეეხება ვაკე 3-ის მაჟორიტარობის დანარჩენ სამ კანდიდატს, ანუ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს, გია ნუცუბიძეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, კახაბერ კორძაიას და „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილს, როგორც ჩვენი ანალიტიკოსი იხსენებს, ნუცუბიძე პარლამენტის წევრი ერთხელ უკვე იყო.

„მოგეხსენებათ, დღეს ძალიან პოპულარულია კითხვა, რას აკეთებდი 212 წლამდე? ამ კითხვის დასმას ნუცუბიძესთან აზრი არ აქვს, რადგან ის მიშას რეჟიმმა დაიჭირა.

აი, კახაბერ კორძაია კი ქართული პოლიტიკისთვის ნამდვილად ახალი სახეა. როგორც მე ვიცი, რაღაც პერიოდი, კორძაია „ქრისტიან-დემოკრატებში“ იყო, მაგრამ ბოლო დროს, გიორგი თარგამაძესთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ნაციონალების“ რეჟიმის რეპრესიები კორძაიასაც შეეხო – თსუ-ის კანცლერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსუდან ლორთქიფანიძე რექტორობიდან მოხსნეს და ის გიორგი ხუბუამ ჩაანაცვლა, თსუ-დან კახაბერ კორძაიაც გაუშვეს. ბოლო რამდენიმე წელია, როგორც ვიცი, ეს პიროვნება ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორია. სხვათა შორი, კორძაია თავის დროზე საქართველოში იაპონურის ერთადერთი მცოდნე იყო – წლების განმავლობში, იაპონიაში თავის პროფესიით მუშაობდა, ანუ ის მათემატიკოსია და ერთ-ერთ იაპონურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. მის სახელს კურორტ „ნუნისის“ ხელახალი გაცოცხლება-აღორძინებაც უკავშირდება.

ისე, თუ გავთვალისწინებთ, რომ „პატრიოტები“ და „რესპები“  ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ, ალიანსი, ალბათ, მთელ ენერგიას სწორედ ვაკე 3-ში დახარჯავს, რომ 8 ოქტომმბერი ლევან ბერძენიშვილისთვის არასახრბიელო აღმოჩნდეს.   

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ვაკე 3-ის საარჩევნო ოლქში, პირადად მე, დრამატულ 8 ოქტომბერს ველოდები, რადგან ვაკე, 2012 წლის არჩევნებს გამოკლებით, „ნაცებს“ ჰქონდათ პრივატიზებული და აქ თავის დროზე მიშას წინაღმდეგობა დავით სალარიძემაც ვერ გაუწია.

ზოგადად, ეს არჩევნები უფრო პიროვნებებს შორის პაექრობა იქნება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამომრჩეველი დაპირებებით დაღლილია, მით უმეტეს, როცა დაპირებას ისეთი „ფეისი“ იძლევა, რომელიც თავისი დღე და მოსწრება პოლიტიკაშია, მაგრამ დიდი პროფესიონალიზმით არ გამოირჩევა. შესაბამისად, მგონია, რომ ელექტორატი წელს დიდ ყურადღებას თითოეული კანდიდატის ე.წ. ბეგრაუნდს მიაქცევს და არ გამოვრიცხავ, რომ პროპორციული სიით, მაგალითად, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს, მაჟორიტარული სიით კი, სხვა პარტიის წარმომადგენელს, ანუ ვაკე 3-ის მაგალითზე რომ ვთქვათ,  არჩევნებში წარმტება, როგორც პარტიამ, შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ მოიპოვოს, მაჟორიტარებიდან კი ხალხის სიმპათია გია ნუცუბიძემ, ან კახაბერ კორძაიამ დაიმსახუროს. რაც შეეხება ხუციშვილს, მის სასარგებლოდ, მგონი, სწორედ ის არ მუშაობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენელია, რადგან მოგეხსენებათ, „ოცნების“ მიმართ ელექტორატს დამოკიდებულება ექლექტურია, ანუ ხალხი იმედგაცრუებულია,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ფარული ანალიტიკოსი, რომელიც ვინაობის გამხელას მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ ყველა კანდიდატს, როგორც თვითონ ამბობს, კარგად იცნობს და არ უნდა, რომელიმე მათგანმა მისი პროგნოზი სხვანაირად მონათლოს.

 

banner
წინა სტატიაში(video) პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი კონგრესის მიერ მიღებულია, 410 – მომხრე, 6 – წინააღმდეგი