რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.
„ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცე პასუხი გასცა ცხინვალზე მზაკვრულ თავდასხმას და აგრესორი მძლავრად მოიგერია. სულელი სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ისწრაფვოდა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სიტუაციის არევისკენ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში, სწრაფად და მკაცრად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. მტრისგან დაიცვეს ჩვენი ხალხი, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ და მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
აშშ-ს და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰყოფნიდათ გამოცდილება. დღეს ისინი სხვისი ხელით ისევ აწარმოებენ დანაშაულებრივ ომს, ცდილობენ რა, რუსეთის განადგურებას. NATO-ს მთელი სისტემა პრაქტიკულად ღიად იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანას. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას საკუთარი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.