ხურვალეთთან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ძველი ე.წ. სასაზღვრო ბარიერი განაახლეს

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფლების – ძუკაანთკარს და ხურვალეთს შორის, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ძველი ე.წ. სასაზღვრო ბარიერი განაახლეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში დამონტაჟებული იყო ლითონის ბოძებზე გავლებული ლითონის ბადე, რომელსაც ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა მავთულხლართი შემოავლეს.

„მავთულხლართი ახალ ტერიტორიაზე არ გაუვლიათ. ამ ადგილას, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, 2010 წელს გაკეთდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერები. დროთა განმავლობაში, რამდენიმეგან დაზიანდა კიდეც და როგორც ჩანს, განახლება გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ახალი მავთულხლართები გაავლეს კიდევ ერთ ადგილას, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სამწუხარო რეალობა უკვე 10 წელია გრძელდება”, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მდე არჩევნების თარიღი თბილისის მერმა დაასახელა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა