ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორი კვირის წინ დაკავებული, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან.

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ გაათავისუფლა. ისინი ოკუპირებულ ცხინვალში საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. დაკავებულების ოჯახს გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა არ გადაუხდიათ.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვსლეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ორი კვირის წინ დააკავეს. მათ საკარანტინო რეჟიმი ჯერ ოკუპირებულ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გაიარეს.

banner
წინა სტატიაშიელჩი კელი დეგნანი:ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიარუსთავში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ