ხურვალეთის დევნილთა დასახლება დაიტბორა

გორის რაიონში ხურვალეთის დევნილთა დასახლება დაიტბორა. გასკდა მილი, დაზიანდა რამდენიმე შენობა-ნაგებობის სახურავი. დაზარალებული მოსახლეობა სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს.

მელიორაციის სამსახური წყალსადენ მაგისტრალზე აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორის თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“დაზიანდა მილსადენი, რომლითანც სარწყავი სეზონისთვის ადგილობრივი ტერიტორიის მოსარწყავად წყლის მარაგის შექმნას ვახდენდით. ჩვენს მიერ ოპერატიულად განხორციელდა ყევლა შესაბამისი სამუშაოები და ახლაც მიმდინარეობს, სანამ ადგილობრივი გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულდება,“ – აღნიშნა ლევან დვალმა.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აშშ-ში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობა ფიქრობს რომ რუსეთის მიზანია გერმანელებში მერკელის ნდობა შელახოს