,,ყურების ჩამოყრის ვერავითარ ლოგიკურ წინაპირობას ვერ ვხედავ. სინამდვილეში, გადასარევი შედეგებია”-რას წერს ნიკა გვარამია?!

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შუალედური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. გვარამიას თქმით, არჩევნებმა ,,გადასარევი შედეგები” აჩვენა

“თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,რაც შეეხება ოპოზიციის საარჩევნო შედეგებს:

ყურების ჩამოყრის ვერავითარ ლოგიკურ წინაპირობას ვერ ვხედავ. სინამდვილეში, გადასარევი შედეგებია.

სანდრა რულოვსი, ზუგდიდი – 43%.

გაღატაკებული სამეგრელოს (ეს რა ვნახე!) მასობრივი მოსყიდვის;
უმძიმესი დაშინების;
უბნებში მთელი საქართველოს პოლიციის ყოფნის;
უბნებიდან ოპოზიციის და მედიის გამოყრის;
უბნების წინ ზონდერების და კოორდინატორების არმიის დგომის;
არც ერთი სხვა წონადი კონკურენტის და ოცნების მხრიდან ძალიან სწორი, კარგი რეპუტაციის ადგილობრივი კანდიდატის დაყენების ფონზე,

უსერიოზულესი შედეგია და მისი პარტიის უდიდესი მხარდაჭერის მაჩვენებელი. რეალური განაცხადია ნებისმიერ კონკურენტულ არჩევნებში, თუნდაც ამ ზეწოლების და მოსყიდვის ფონზეც კი (რასაც იმედია ერთად მივაღწევთ, რომ აღარ იყოს), მისი და მისი პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვების.

შალვა შავგულიძე, მთაწმინდა – 36%

გულწრფელად, ოცნებას უსუსტესი კანდიდატი ყავდა. ბატონი შალვა, შესანიშნავი კაცია და თან ცნობადი ფიგურაა, ცნობილი წესიერებით და პრინციპულობით. მის ირგვლივ გაერთიანდა ყველა დემოკრატიული და დასავლური ძალა, აქამდე რომ არ მოიაზრებოდა, ისინიც. ზუგდიდის მსგავსი ფონი მთაწმინდაზე არ ყოფილა, არც იმის აჩრდილი, ამიტომ შედეგი ლოგიკურია. კონსპირაცია – ბიძინა აძლიერებს ევსაქებს და მისცა გამარჯვება – ტვინის ანთების ან უსინდისობის ნაყოფია. მეორე ტურში ხელისულფება თავს მოიკლავს მოგებისთვის. პირველ ტურში ცხადი იყო ამის თეორიული შეულძებლობა და მიუშვა პროცესი. მეორე ტურში გამარჯვების შანსი ხელისულფებას მეტი აქვს, ვერ დავმალავ. ამიტომ თავი უნდა მოვიკლათ ოპოზიციას გავამარჯვებსთვის.

ბაქარ ხიჯაკაძე, ზესტაფონი – 35%.

უტყუარი ნიშანი, კანდიდატის და წარმდგენი პარტიის სერიოზული პოზიციების ზესტაფონში. კონკურენცია მეტნაკლებად იყო და ხელისულფების კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვება 50.75% არ ტოვებს დამაჯერებელ შთაბეჭდილებას. სავარაუდოდ, მეორე ტური იყო და ხელისულფების მხრიდან მცირე მანიპულაციების პრევენცია ვერ მოხერხდა. შედეგი, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია.

რაც მთავარია: ოპოზიცია ასე სერიოზულად არასდროს არ ყოფილა წარმოდგენილი შუალედურ არჩევნებზე, ანუ როცა ოპოზიციური ამომრჩეველი არაა სათანადოდ მოტივირებული. რატომ? იმიტომ რომ, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ვაკეროთ და ვიძახოთ, რომ მაგალითად ზუგდიდიდან იწყება ცვლილებები, ან შავგულიძე შეცვლის, მაინც ცხადია – ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. ხელისულფების შეცვლა – ესაა ამომრჩევლის მთავარი მოტივაცია და ის ადეკვატურად და სრულად ვერ ჩანაცვლდება ვერანაირი პოლიტიკურ-პატრიოტული მოწოდებებით. რიგითი, არაიდეოლოგიზირებული ამომრჩეველი, პრაგმატულად მიდის არჩევნებზე და უნდა ხელისუფლების შეცვლა. მხოლოდ იდეოლოგიზირებულ, თანაც შუალედურ არჩევნებზე, ოპოზიციისთვის მოგება ძალიან რთულია. და მიუხედავად ამისა, პლუს ტერორისტული ფონისა ზუგდიდში, ოპოზიციამ აჩვენა ძალიან მაღალი შედეგი.

მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ამომრჩეველთან მეტი მუშაობა, მეტი მომავალზე საუბარი და მეტი კოორდინაცია. დედამოტყნულ სვავს მაინც არა აქვს შანსი და მომავალი. ყველაფერი კარგად იქნება.”-წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიარსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს დესტრუქციას, თუმცა იმედია, რომ მომავალში ესეთი რაღაც ნაკლებად იქნება – პრემიერი
შემდეგი სტატია„რეალტივიელი“ სექტანტების და მლიქვნელი ყველაფერზე თავისმქნეველი კარიერისტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის”-გვარამია