ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 12 პირი გაათავისუფლეს

ხურჩაში დაკავებულები უკვე გათავისუფლდნენ.

12 პირი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელში გუშინ დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით ცდილობდნენ გადასვლას.

ისინი გალის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიMaroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ არ დაწყებულა