ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ირანის პოზიციას, უახლოეს დღეებში უნდა ვიყოთ ერთიანები – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელ-“ჰამასის” ომის შესახებ მოკლე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზი გასუვა რეგიონში ირანის მავნე გავლენას.

ირანის მთავრობა ისტორიულად იყო ჰამასის სამხედრო და ფინანსური მხარდამჭერი, რომელსაც ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, მაგრამ ჯერჯერობით უარყოფს ძალადობის ბოლო ესკალაციაში მონაწილეობას.

“დღევანდელი ვითარება დიდ გავლენას მოახდენს რეგიონზე. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა მისი დესტაბილიზაციის ეფექტების შესაჩერებლად, მათ შორის ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის მიმდინარე დაახლოებაზე. ჩვენ ასევე მოგვიწევს ყურადღებით დავაკვირდეთ ირანის პოზიციას ჰამასისადმი მისი დიდი ხნის მხარდაჭერის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და კოორდინირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გავრცელდა კომისრების ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ესწრებოდა ისრაელის ელჩი ევროკავშირსა და ნატოში ჰაიმ რეგევი. ფონ დერ ლაიენმა ეს შემთხვევა გამოიყენა, რათა გამოეხატა თავისი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნისთვის.

“ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო ამ ტიპის საშინელებათა მიმართ. ეს არის ტერორიზმი და ეს არის ომის აქტი”, – განაცხადა ლაიენმა ჰამასის მიერ განხორციელებულ შეტევაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკის ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებისთვის გაგრძელდება.

“ჰუმანიტარული მხარდაჭერა პალესტინელი ხალხისადმი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით გადავხედოთ ფინანსურ დახმარებას პალესტინის მიმართ. ევროკავშირის დაფინანსება არასოდეს და არც არასდროს წავა ჰამასზე ან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციაზე. ასე რომ, ჩვენ ახლა კვლავ განვიხილავთ მთელ პორტფელს ადგილზე განვითარებადი სიტუაციის გათვალისწინებით. ეს იყო ყველაზე საშინელი თავდასხმა ისრაელში სახელმწიფოს შექმნის შემდეგ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიღაზას საავადმყოფოები ლტოლვილთა ბანაკებად იქცა – პალესტინელი ქირურგი
შემდეგი სტატიათუ ამბობთ, რომ გსურთ EU-ში და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში – იუკნევიჩიანე ქართველებს