27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ყურადღება მძღოლებს: 4-5 ივნისს ჯაპანა-ლანჩხუთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება.

“სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე.

ტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე

გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით დაიკეტება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზის, ჯაპანას, ნიგოითის, ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძები.  საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიმინისტრის მოადგილე: მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ
შემდეგი სტატიასეს-მა აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა