“ხუნდაძის მიერ ივანიშვილის დავალებით წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ მუქარად და დაშინების მცდელობად”

მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ეხმაურება.

როგორც ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დეპუტატის მიერ გაკეთებულ კომენტარს მუქარად და დაშინების მცდელობად აღიქვამს.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დოპლომატიურ კორპუსს მიმართავს, რომ ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილონ.

ნიკა გვარამიას განმარტებით, გინება მისი გამოხატვის ფორმაა, რომელიც კანონით არ იზღუდება და მიმართულია ბიძინა ივანიშვილისკენ.

“მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის – ხუნდაძის, მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს, US Embassy Tbilisi, GeorgiaEuropean Union in Georgia, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს, რომ “სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს”.

“ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივიანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და, თუ სურს, ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

“შესაბამისად, “თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება” და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე – ივანიშვილის პირადი პარლამენტარი, იმუქრება, ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

“ps რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია, როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის, მორიგი სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაუკრაინამ ტყვე მეზღვაურების გამო რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა