ხუნდაძე ოცნების აქტივისტებზე-“ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ აგრესიას არ უპასუხებენ”

“სამწუხაროა, როცა ძალადობას აქვს ადგილი, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა. ისინი არ უწევენ ანგარიშს არც ასაკს, არც ღირსებას, არც პატივისცემას, არც მოქალაქეობას – აბსოლუტურად არაფერს. მალულად მიდიან და აგინებენ ადამიანებს, შემდეგ იღებენ აგრესიაში მონაწილეობას და ბოლოს დაჩაგრულად წარმოაჩენენ თავს, თითქოს ისინი მშვიდობიანად წარმოაჩენენ თავს, თითქოს მხოლოდ გამარჯობის სათქმელად იყვნენ მოსულები.

თუ მოვლენ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად დახვდებიან, მაგრამ თუ აგრესიულად მოვლენ, რა თქმა უნდა, იმის გარანტიას, რომ აგრესიას არ უპასუხებენ, მე ვერ მოგცემთ ”
ქართული ოცნების მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ტვ პირველთან ინტერვიუში საუბრობს მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებაზე, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო მოხელეები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი-პატრიარქის კურთხევით წმიდა გიორგი არის წევრი წმიდა სინოდისა
შემდეგი სტატია“გვაქვს პასუხისმგებლობა, ანაკლიის პორტზე უსასრულოდ არ გაგრძელდეს ინვესტორთან თანამშრომლობა”