ხუნდაძე ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტის ზრდას კერძო მზღვეველებისგან შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 96 მილიონი შეადგინა.

როგორც ხუნდაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა “2030”-ში განაცხადა, 0-დან 5 წლამდე ბავშვები და პენსიონერები, რომელთაც სამედიცინო სერვისები დაკვეთილი ჰქონდათ კერძო სადაზღვეო კომპანიებში, სადაც ისინი 6 თვიან მოლოდინის რეჟიმში ჩააყენეს, საყოველთაო პროგრამაში გადმოერთნენ და შესაბამისად მათ სერვისების მიღება 2015 წელს მოუწიათ.

„აქ იყო ორი მიზეზი პირველი – 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მესამე ეტაპი. კერძო სადაზღვეო კომპანიებში გაწევრიანებული პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ბავშვები, მასწავლებლები, სტუდენტები, ესაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზნობრივი ჯგუფი, აქედან ყველაზე ხშირად სამედიცინო სერვისების მომხმარებელია პენსიონერები და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ისინი გადმოვიდნენ 2014 წლის 1 სექტემბერს, მანამდე მათ ჰქონდათ დაკვეთილი საჭირო სერვისები კერძო სადაზღვეო კომპანიებში და მათ 6 თვიან მოლოდონის რეჟიმში ჩააყენეს პაციენტები, რომ დანახარჯები არ ყოფილიყო მათი გადასახდელი. ამიტომ მათ სერვისების მიღება მოუწიათ უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ანუ წლის ბოლოს ნოემბერ-დეკემბერში და შესაბამისად ანაზღაურების რეჟიმი, 3-4 თვიანი ციკლი მოუწია, სწორედ 2015 წელს, ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი თანხები. ის, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიები არ შეასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას ამის გათვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ სახელმწიფო რჩება იმ პოზიციაზე, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, დაემატა თანხები და შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის რამდენიც იქნება საჭირო დაემატება იმდენი. ჯანდაცვაზე ბევრი არ იხარჯება, თუმცა მივაღწიეთ მაქსიმუმს, ესაა საკვდილიანობის შემცირება, შობადობის გაზრდა, აბორტების რიცხვის შემცირება, ქუჩაში ადამიანი არ იღუპება, მასშტაბური C ჰეპატიტის პროგრამა. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად ხდება დაგეგმარება და შემდეგ წელსაც 100 მილიონი არის დანამატი, მაგრამ სერვისების მოხმარება არის კლებაში, უკვე ვფიქრობ, რომ შემდეგ წელს დანამატი უკვე საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაში,,არის მხოლოდ არყის მილიარდი ბოთლი, რომელსაც სვამენ არსებები”–რუსი ჟურნალისტი რუს ხალხზე
შემდეგი სტატია,,ტყუილად იღებენ ხელფასს”- ქუცნაშვილი–მაჭავარიანის კამათი