ხუნდაძე – გორის ჰოსპიტალი არ არის ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს

გორის ჰოსპიტალი არ არის ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას თუ საფრთხე დაემუქრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მას უმკურნალებენ.

„თანაგუნდელები ჯერ კიდე შიმშილობის დაწყებამდე საუბრობდნენ, რომ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ამაში მათ ვეთანხმები, ის იყო მძიმედ, ოღონდ არა შიმშილობის გამო. არსებობს წესი, რომელიც დაცულია თავიდან ბოლომდე, გორის ჰოსპიტალი არ არის ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს. როგორც ვიცი, ერთი დღე გადაიდო მისი გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და როცა მოხდა მისი გადაყვანა გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის მხრიდან არ ყოფილა. თუკი საფრთხე დაემუქრება მის ჯანმრთელობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არსებობს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მას უმკურნალებენ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან
შემდეგი სტატიარუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატები შევიდნენ