ხუნდაძე ახალ მინისტრზე: იმედი მაქვს, რომ ის კარგად გაართმევს თავს და წინასწარ ნუ ვიქნებით მკაცრი შემფასებლები, ვნახოთ

მნიშვნელოვანია, რომ ამხელა ბიუჯეტის უწყებას ხელმძღვანელობდეს ფინანსების კარგი გამოცდილების მქონე მენეჯერი – დანარჩენი არის ყოფითი საკითხები, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან და ერთობლივად, უწყება წარმატებულად მუშაობას გააგრძელებს.

“იმედი მაქვს, რომ ის კარგად გაართმევს თავს და წინასწარ ნუ ვიქნებით მკაცრი შემფასებლები, ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ მას ყველა რესურსი აქვს. სექტორში არის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი, 6 მილიარდზე მეტი და რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხების კარგად ცოდნა, კარგი გამოცდილება და რა თქმა უნდა, სექტორში არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ერთობლივად უწყება წარმატებულად მუშაობას გააგრძელებს და კიდევ უფრო ეფექტური იქნება”, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი
შემდეგი სტატია“საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს”