ხულოში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში იწვოდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

შეტყობინების მიღებისთანავე გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ – მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა 6 ხის, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს.

ხულოში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავების მობილიზება თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან – “ევროპული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის “დაბოქლომებას” ცდილობენ
შემდეგი სტატია“პირველივე აქციაზე წავალ, ვეცდები შევქმნა ბრძოლის სხვანაირი ფრონტი”- კუპრავას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ