ხულოში მეჩეთი გაქურდეს

ხულოში მეჩეთი გაქურდეს. სოფელ ბეღლეთში, სალოცავში შემოწირულობათა ყუთი გატეხეს, საიდანაც თანხაა წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ასევე, უწყების ინფორმაციით, მხილებულია პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

რამდენიმე კვირის წინ, ანალოგიურ შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაშიც მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
შემდეგი სტატიამივმართავ პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება -უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს