ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი
დილიდან მუშაობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად, ალტერნეტიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ.

ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობაში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატია“მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის” – მიხეილ სააკაშვილი