ხულოში ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეციალური გზა გაიჭრა

ხულოში შავნაბადას მთასთან, ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეციალური გზა გაიჭრა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის ლოკალიზებისთვის ვერტმფრენი ინტენსიურად მუშაობს, უახლოეს ხანში კი ტრაბზონიდან მეორე თვითმფრინავი დაემატება. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, კერებთან სახანძრო მანქანებით მიახლოება დროულად მოხდება.

“მუშაობა მიმდინარეობს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ტყეში სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა. ფაქტობრივად გზა ხანძართან მიყვანილია. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება, მეხანძრეები ლოკაციის ადგილებში ავტომანქანებით მივიდნენ. ამავდროულად თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პორტატული ცეცხლსაქრობებით ტყეში შევიდნენ. ხვალ დილით დამატებით 100 პორტატული მოწყობილობა გვექნება და ერთიანი ძალებით მაქსიმალურად, სადაც კერებია დარჩენილი, გაგრძელდება მუშაობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვერტმფრენი საერთოდ არ გაჩერებულა და დღეს დაბნელებამდე იმუშავებს. რაც შეეხება მეორე ვერტმფრენს წუთი-წუთზე ველოდებით და ისიც დაუყოვნებლივ სამუშაოებში ჩაერთვება”, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ურალის ტიპის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა შევიდა, ერთმა წყლის ავზები, ხოლო მეორემ ცოცხალი ძალა მიიყვანა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დიმიტრი ე.წ. ციანდის საქმეზე – დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი – შურისძიება, ეს მაინცდამაინც მყარი ვერ არის
შემდეგი სტატიამეუფე დიმიტრი: გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა