ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეებში, მეექვსე დღეა 68 წლის დაკარგულ ქალს ეძებენ.
ჰურიე ჯორბენაძე სახლიდან 19 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე გავიდა.
ოჯახმა მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს 13:00 საათზე შეატყობინა. ახლობლები, მეზობლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები დაკარგულს მოხუცს ამ დრომდე ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.