ხულოს მუნიციპალიტეტში ცალკეულ სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია

ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო ცალკეულ სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კურორტ “გოდერძის” მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი მოძრაობა.

ღორჯომის, დიოკნისისა და რიყეთის სოფლებში მოსახლეობა ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან თოვლის საფარმა სადენები დააზიანა. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ დენის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაობი თხილვანას, ხიხაძირის, ზამლეთის, დიდაჭარასა და საციხურას სოფლების მიმართულებით მიმდინარეობს.

უხვი ნალექის გამო, ელექტროენერგია შუახევის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ბარათაულს, შუბანსა და წყალსაყარს არ მიეწოდება. თოვლის გამო, მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, ადამიანი თავად ირჩევს, სად დადგეს, მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს