ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხულოს მერიის განცხადებით, მათ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან. ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში იგივე შეცდომას არ დაუშვებს