ხულორდავა: “ქართულ ოცნებას” შესაძლოა ჰგონია, რომ ბოლო პერიოდში პოზიციები გაიძლიერა და კომპრომისზე წასვლა აღარ სჭირდება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ხულორდავას თქმით, “ქართულ ოცნებას” შესაძლოა ჰგონია, რომ ბოლო პერიოდში პოზიციები გაიძლიერა და კომპრომისზე წასვლა აღარ სჭირდება. თუმცა, მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევასი ზიანი ძალიან დიდი იქნება, რასაც ხელისუფლება მიიღებს.

“არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს ზიანი საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, უკვე მიღებული აქვს. 8 მარტის შეთანხმება ქართული ოცნებისთვის გარკვეულწილად გამოსავალი იყო, რომ ახალი ფურცელი გადაეშალა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლა მოყვა მერე მის ნაბიჯს და გვახსოვს ჩვენ ის წერილების კასკადი, რომელიც მოდიოდა ხან ევროპიდან, ხან აშშ-დან და მაშინ გარკვეულწილად განიმუხტა სიტუაცია იმით, რომ ეს შეთანხმება შედგა”, – თქვა მან.

თამარ ხულორდავას თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა და ამის უარყოფა შეუძლებელია.

“ჯერ კიდევ არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე მივიდეს, მე დიდწილად საკონტიტუციო ცვლილებები მაქვს მხედველობაში, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება ფაქტია, რომ შედგებოდა ორი ნაწილისგან, ამის უარყოფას ვერავინ მოახერხებს, ლაპარაკი იმაზე, ვის როგორ ესმის შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ დევნას. რათქმაუნდა გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს, არა ყველას, ამ საკითხის მიმართ ჰქონდა განსაკუთრებული პარტიული ინტერესი და ეს სრულიად გასაგებია”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშინინო ზამბახიძე – ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა უთხრა
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია სრულიად საქართველოს ულოცავს ანდრია პირველწოდებულის დღეს