ხულორდავა მუხთარლის საქმეში ქართული სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობას არ გამორიცხავს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ტვ პირველის ეთეში საკანდალურ განცხადებას ავრცელებს – მისი თქმით ჟურნალისტ ავგან მუხთარლის საქმის გამოძიებისას არაფერი არ უნდა გამოირიცხოს, მათ შორის არც ის რომ ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები გატაცებაში მონაწილობდნე. თოქ-შოუ რეაქციის წმაყვანის და ავტორის ინგა გრიგოლიას შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა ის საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას ხულორდავამ ასე უპასუხა:

“მე არაფრის გამორიცხვა არ მინდა. არ მგონია, რომ ვინმე რამე უნდა გამოვრიცხოთ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კითხვები. მე პირადად არანაკლები კითხვები მაქვს, შეიძლება არანაკლები სიმწვავის, ვიდრე ევროპარლამენტს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ნორმალურ ადამიანს და საქართველოს საზოგადოებას, პირველ რიგში, აქვს კითხვები. მე არ მინდა დღეს, რომ რაიმე გამოვრიცხოთ, თუ გამოვრიცხავთ მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ გამოძიებას? უნდა გამოვიძიოთ სრულფასოვნად. ეს იქნება ძალიან რთული საქმე”, – განაცხადა ხულორდავამ “რეაქციაში”.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაზე მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)