ყულევის პორტში ახალი ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა
სხვა სტატიები
- საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, გარკვეული ხნით გაისუსოს და ხალხს სახე დაავიწყოს
- ირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალი იყო თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, შეგვემუშავებინა კონსტიტუცია, რომელიც ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას აგვარიდებდა
- ობამას ცეკვა ალიასკურ მოტივებზე… (VIDEO)
საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური” თანამედროვე სანავიგაციო ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალ ფუნქციური ოკეანოგრაფიულმეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა.
მრავალ ფუნქციური მეტეოროლოგიური ტივტივა თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის MSM S.L.L. მიერ არის დამზადებული. ტივტივა ზუსტი მონაცემებით ახდენს წყალქვეშა დინებების ტემპერატურის, სიჩქარისა და მიმართულებების ასახვას, ასევე მაღალი სიზუსტით გადმოგვცემს ინფორმაციას ზღვის რყევის ცვალებადობის შესახებ.
ყულევის პორტის აკვატორიაში განთავსებული ახალი მეტეოროლოგიური აპარატურა აღმოფხვრის საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის რისკებს, რომელიც ყულევის პორტში ნავთობ-ტანკერების ბუქსირით გადაადგილების დროს წყალქვეშა დინებების მახასიათებლების შესახებ ზუსტი მონაცემების არ არსებობის გამო იქმნებოდა.