ხუხაშვილი სააკაშვილის დანიშვნაზე : გადაამლაშეს, როდესაც ულტიმატუმის ენაზე დაიწყეს საუბარი მეგობარ ქვეყანასთან და ფეხების ბაკუნი

გადაამლაშეს, როდესაც ულტიმატუმის ენაზე დაიწყეს საუბარი მეგობარ ქვეყანასთან და ფეხების ბაკუნი – ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ​”მთავართან” საუბარში განაცხადა, რითაც სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა.

პოლიტოლოგი “ოცნების” ხელისუფლების იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის წინ კეთდებოდა, ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარ ქვეყანას ულტიმატუმების ენით დაუწყო საუბარი, რამაც უკურეაქცია და გაღიზიანება გამოიწვია.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები, როდესაც მოუკრეფავში გადავიდა. მათ შეეძლოთ თავისი გაკვირვება გამოეხატათ სავარაუდოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაამლაშეს, როდესაც ულტიმატუმის ენაზე დაიწყეს საუბარი მეგობარ ქვეყანასთან და ფეხების ბაკუნი და ამან უკურეაქცია გამოიწვია, გაღიზიანება უკრაინაში და ეს სამწუხარო მომენტია. უხერხულობები იქნება” ამბობს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : პანდემიის პირობებში მაინც მოვახერხეთ, რომ ბორდერიზაციის კიდევ ერთ პროცესზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი რეაგირება მოეხდინა
შემდეგი სტატიასაქართველოს შეცდომა-ზელენსკი უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევაზე