ხუხაშვილი: ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ.
შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოვლენების სავარაუდო განვითარება: ხელისუფლება კენჭისყრაზე გამოიტანს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონის ალტერნატულ პროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება სისტემის დანაშაულსაც.
კენჭისყრას, ბუნებრივია მოიგებენ.
ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ.
შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”.
ამის შემდეგ, ნაც.მო თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და სულ ფეხებზე კიდიათ. აწყობთ კიდევაც.
სრულიად ცხადია, რომ დღეს ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას და მელიას.
ასე რომ, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა – ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით”, – წერს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: ზოგი უფრო მყარი აღმოჩნდა ვადამდელი არჩევნების ბრძოლის პროცესში, ზოგს თავიდანვე ეტყობოდა მერყეობა
შემდეგი სტატიაბარამიძე: მელიას და კრიმინალების გათანაბრებას ვინც შეეცდება, გავრილოვების რეჟიმის თანამონაწილე გახდება