ხუხაშვილი – ნიკა მელიას საკმაოდ მაღალი შანსები აქვს

“პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, ის წარმომადგენლობა, რაც ოპოზიციას ჰყავს, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს დინამიური პოლიტიკური პროცესის წარმართვა საკრებულოში, თუ რა თქმა უნდა, იქნება ნორმალური კოორდინაცია და იქაც რაღაც მარცვლების ჩაგდება ვერ მოახერხა ხელისუფლებამ. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მეორე ტური არ ჩატარებულა და მე ვერ ვიტყოდი, რომ მეორე ტურში გარანტირებული აქვს კახი კალაძეს გამარჯვება. ვფიქრობ, თუ ნიკა მელიამ სწორი კამპანია წარმართა ამ შუალედში, საკმაოდ მაღალი შანსები აქვს. ჯერ თამაში არ დამთავრებულა. კონტროლი ქალაქზე არის დაკარგული. ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა უარეს ეუბნება ამ ტიპის მმართველობას.” – თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძე – ცესკოს თავმჯომარემ ჟვანიაზე უარესი არჩევნები ჩაატარა
შემდეგი სტატია20 ქალაქი, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება – სია