ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე – “ახლა ვერ შეძლეს, პოსტ-საარჩევნოდ შეძლებენ“

ექსპერტი, გია ხუხაშვილი გახარია-ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში დრამატულს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, მათ გაერთიანება პოსტ-საარჩევნოდ შეძლონ.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ “ახლა მთავარია, ყველამ წინ იყუროს, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი“.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება მნიშვნელოვნად გააადვილებდა ამოცანას, არაფერი დრამატული არ მომხდარა. ახლა ვერ შეძლეს, პოსტ-საარჩევნოდ შეძლებენ.

ახლა ყველამ წინ უნდა ვიყუროთ, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი.

კარგი იქნება, თუ იმის პრევენციას მაინც მოახდენენ, რომ კიდევ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს “ციხე შიგნიდან ტყდება” პრინციპით და ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო არასდროს არ მოიხდის ბოდიშს, დღეს არის სიძლიერის და საკუთარი სიმართლის გატანის დრო-მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობის“ მხარდამჭერია