ხუხაშვილი: ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება

[ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება] მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ამომრჩევლის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი, ის საკმაოდ განსხვავებულია, ანტაგონისტურადაც არის განწყობილი ერთმანეთთან.

ორ ძირითად ჯგუფად დავყოფდი ოპოზიციურ ამომრჩეველს: ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფების სტაბილური ამომრჩეველი და არის ამომრჩეველი, რომლის განწყობაც არის ასეთი, რომ მას ძალიან არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ არანაკლებ არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა, ანუ წარსულში დაბრუნება არ უნდა, არ მოსწონს აწმყოც, რაღაც მომავლის არჩევანს ეძებს.

ამომრჩეველი როდესაც არჩევანს აკეთებს, ის არ აკეთებს მხოლოდ იმის გამო, ვინ მოსწონს და ვინ არა, გარკვეულწილად ძალის დემონსტრირებაც უნდა მოხდეს ამ ფლანგზე, ასეთი ცენტრი უნდა გაკეთდეს და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ძალაა, რომელიც არ ასოცირდება არანაირი ფორმით წარსულთან და აწმყოსთან, რომელსაც პულსი ესინჯება, მათი შეერთება მოახდენდა ამ ტიპის ამომრჩევლის კაპიტალიზაციას, ამ ტიპის ამომრჩეველი ძალიან ბევრია, მნიშვნელოვანი ნაწილია,-ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი წინასაარჩევნოდ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე.

banner
წინა სტატიაშიკოკითი: საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და მას ტერიტორიები დაუბრუნოს
შემდეგი სტატიამილერი: არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება