ხუხაშვილი: ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელთათვისაც შესაძლოა, სტიმული აღმოჩნდეს ის შემადგენლობა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ტექნიკურ მთავრობაში დაასახელებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანია და ეს ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელთათვისაც შესაძლოა, სტიმული აღმოჩნდეს ის შემადგენლობა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ტექნიკურ მთავრობაში დაასახელებს.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ გადანაწილებულია პარტიებზე ამომრჩევლის მნიშვნელოვანი რაოდენობა, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშველოვანია სეგმენტია გადაუწყვეტელი ამომარჩევლის, რომელიც, დასამალი არ არის, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ მაინც და მაინც არც ოპოზიციას უყურებს კარგი თვალით. მათ სჭირდებათ დამატებითი სტიმული, თუ რატომ შეიძლება მათ ხმა მისცენ ანუ ძირითად ორ კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული: მათ უნდა მოეხსნათ იმის შიში, რომ ეს პარტიებიც რაღაც პორტფელებზე ფიქრობენ და მეორეს მხრივ, რომ ესენი ვერაფერზე შეთანხმდებიან. ამ ორ კითხვაზე პასუხების გაცემა შესაძლებელია რაღაც წინასწარ შეთანხმებებზე. ეს წინასწარი შეთანხმება შეიძლება იყოს ზუსტად პერსონების დასახელებაზე, ვინც ამ ევროპულ გზაზე დაგვაბრუნებს და ამ განწყობით უნდა წავიდეს ამომრჩეველი იმისთვის, რომ არჩევნები მოვიგოთ, – ამბობს ხუხაშვილი.

გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქართული ქარტიით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები შესრულდება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე სწრაფად დაბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს.

banner
წინა სტატიაში“უკანონოდ პირადი ინფორმაციის შეგროვება ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმაა” – ლომჯარია მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაპედაგოგებო, სწორდით, სმენა! ნაბიჯით იარ! ანუ, „სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს“?!