ხუხაშვილი: ივანიშვილის კარზე უფროსობა თუ გინდა, პირადად მას უნდა მოპარო

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“მოკლედ, ახლა ვუყურე მელაძის სიუჟეტს და ერთი შეხედვით უცნაური დასკვნა გავაკეთე, რაზეც ადრეც მქონდა ეჭვი – თუ გინდა ივანიშვილის კარზე კარიერა გაიკეთო, მისი მეშვეობით უნდა მოიპარო. თუ მთლათ უფროსობა გინდა, პირადად მას უნდა მოპარო.

მხოლოდ ამ წესით მოპოვებული მორალური უპირატესობა უქმნის მას მშვიდი ურთიერთობის კომფორტს.

მოიპარეთ და დაწინაურდით ბიჭებო!

#მენეჯმენტიჩემიკანიოკია”, – წერს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმელია: კომპრომისი პატიმარზე არ უნდა იყოს, გირაოს გადახდა გამორიცხულია
შემდეგი სტატიაქალს, რომელმაც მე-6 კლასელი შვილიშილის ორი თანაკლასელი იძულებით დააჩოქა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა