15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ხუხაშვილი: იმას კი არ ვნანობ, მიშას რეჟიმი რომ შევცვალეთ, არამედ იმას, რომ ბიძინას გაჯეჯილების საშუალება მივეცი

გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა იმაზე მსჯელობა, რომ 2012 წელს ქართული ოცნების ამომრჩეველი ან ბრიყვი იყო, ან ნაყიდი.
საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირება – “ჩვენ მაშინვე ვხვდებოდით და თქვენ ვერა”… და ა.შ.

ნუ, ჩემზე და ჩემისთანებზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, პირდაპირ სვამენ “უმკაცრეს” დიაგნოზებს….

სინამდვილეში საქმე ძალიან მარტივად არის – როდესაც ხედავ, რომ ვიღაცა ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, იბრძვი მის შესაცვლელად ყველა შენს ხელთ არსებული ინსტრუმენტით და არ ფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა უარესი მიიღო.

ასე იყო მაშინაც, ასეა დღესაც.

მაშინაც შესაცვლელი იყო და ახლაც.

მე იმას კი არ ვნანობ, რომ მონაწილეობა მივიღე მიშას რეჟიმის შეცვლაში, არამედ იმას, რომ ამის შემდეგ ბიძინას მივეცი ასე გაჯეჯილების საშუალება…

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიაბაბიში: სჯობდა ევროპას თანხები უკრაინის აღდგენისკენ მიემართა და არა ომისკენ