ხუხაშვილი – ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

საღად რომ შევხედოთ, რა უნდა ეთქვა ევროპას, რა უნდა ეთქვა ბორელს, როდესაც უდევს ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლების და მათ შორის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს და ხელისუფლებას აძლევს შანსს, პროცესის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას.

„ვფიქრობ, შიგნით საკმაოდ სერიოზული საუბრები მიდის, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და სხვა საარჩევნო პრობლემებზე. გამომდინარე იმ ინსტრუმენტიდან, რაც პროცესებზე დაკვირვებისთვის ევროკავშირს აქვს, ისინი მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებენ მიმდინარე პროცესს. ხელისუფლებას აძლევენ გარკვეულ შანსს იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას. ასეთი ავანსი მათი მხრიდან გაცემულია. კონკრეტულად რა ხდება, გამიჭირდება ამის თქმა, ალბათ, ეს დანიელსონის შეთახმების საბოლოო ფორმულაში გამოჩნდება და კულისური დიალოგის შედეგები აისახება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – თუ ყველაფერი წესრიგშია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა არჩევნები მოლაპარაკების საკითხებად
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 1842 თანამშრომელი აიცრა