ხუხაშვილი – ძალიან მახარებს ხაზარაძის და ჭყონიას სურვილი წალენჯიხასგან შექმნან გარკვეული მოდელი, თუ როგორ და რა სახით შეიძლება განვითარდეს მთელი ქვეყანა

“ძალიან მახარებს ხაზარაძის და ჭყონიას სურვილი წალენჯიხასგან შექმნან გარკვეული მოდელი, თუ როგორ და რა სახით შეიძლება განვითარდეს მთელი ქვეყანა და აი რატომ:

1. გამოჩნდება, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე ძირითადი სიკეთის მოპოვება ყველასთვის – კეთილდღეობის და თავისუფლების.

2. ხელისუფლება იძულებული გახდება ფეხი აუწყოს განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრასტი პოლიტიკური კრახით დასრულდება პირველივე არჩევნებზე.

3. შეიქმნება საჩხერის ალტერნატული მოდელი. გამოჩნდება, რომ მოქალაქისთვის თევზის მიწოდებას ანკესის მიწოდება ჯობია, რადგან მუდმივად სხვისი ხელის შემყურე მუცელს ივსებ, მაგრამ კარგავ ღირსებას.” – წერს გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით მეტი ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუოწოდა