ხუხაშვილი – 20 ივნისს გახარიას ბრძანება არ გაუცია

“ხელისუფლებამ გახარიას 20 ივნისი ჩაუდო, რომ მასზე კომპრომატები ჰქონოდა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა “მთავარ არხზე”, გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, აჩვენა, რომ მას 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევაზე ბრძანება არ გაუცია.

მან გადაცემაში თქვა, რომ გახარიას შეცდომა “არა 20 ივნისი, არამედ აქციის დარბევის “შეტენა” იყო.

“მისი [გახარიას] დღევანდელი ნაბიჯით გამოჩნდა, რომ არც 20 ივნისს არ გაუცია მას ბრძანება და ხელისუფლბამ ეს მას ჩაუდო, სპეციალურად იმისთვის, რომ მასზე ჰქონოდათ კომპრომატი და მან ამაზე ხელი მოაწერა. მე ვფიქრობ, რომ მისი შეცდომა 20 ივნისს არა ის იყო, რომ მან გასცა ბრძანება, რაზეც მე დარწმუნებული ვარ, მას არ გაუკეთებია, არამედ ის, რომ ეს შეიტენა და ხმა არ ამოუღია”,-თქვა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი ფოტიგა – ქვეყანა ტურბულენტურ 90-იანების წარსულს უბრუნდება