12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს

რამდენიმე დღის წინ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი მოკლული გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.

“მადლობა ქალბატონ ეკა კუპატაძეს ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. დღეს თქვენ დიდი ძალა მომეცით. მადლობა თქვენ და სრულიად საქართველოს, მე ვგრძნობ თქვენ გვერდით ყოფნას” – წერს ეკა მხატვრიშვილი.

ცნობისთვს ეკა კუპატაძემ მოკლული მოზარდის დედას ასე მიმართა:

“დავით ნარიმანიძის დედიკოვ, გულში გიკრავთ გიგა ავალიანის დედიკო…..უფლება არ გაქვთ სასოწარკვეთილებამ დაგაოსოთ! თქვენი ბედნიერი დედაშვილობა ვალდებულებად იქცა და პირნათლად უნდა შეასრულოთ!”

ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიიემენელი შიიტი “ჰუსიტები” საუდის არაბეთს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაგანახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის